Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი სალერნიტანას ფორვარდის გამოსყიდვას განიხილავს…

ცენტრ-ფორვარდის პრობლემა მილანისთვის ბოლო წლებში გადაუჭრელ პრობლემად რჩება, რომლის მოგვარებას ლომბარდიული გრანდი იანვარში კიდევ ერთხელ ეცდება.

ჟირუს ასაკისა და ლუკა იოვიჩის არც თუ ისე კარგი თამაშის ფონზე, მილანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფორვარდის გაფორმებას გეგმავს.

მილანს გასულ კვირებში არაერთი ფეხბურთელი დაუკავშირეს, მათ სიას კი სალერნიტანას ფორვარდი ბულაიე დია შეუერთდა.

SportMediaset-ის ცნობით, დიას კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის მიხედვითაც მისი გამოსყიდვა ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს 22 მილიონ ევროდ შეუძლია და მილანი ამ პუნქტის გააქტიურებას განიხილავს.