Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი სალერნიტანას მცველის ტრანსფერზე მუშაობს

მილანი ფოდე ბალო-ტურეს შემცვლელის ძიებას განაგრძობს და როსონერის პრიორიტეტული სამიზნე შერჩეული ჰყავს.

Tuttosport-ის ცნობით, ლომბარდიული გრანდი სალერნიტანას უკანახაზელის პასკუალე მაზოჩის მიმართ ინტერესს იჩენს და სალერნოელებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

წყაროს ცნობით, სალერნიტანა 28 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელსაც დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, 5 მილიონს ითხოვს. მილანი ტრანსფერს ბალო-ტურეს გაშვებისთანავე დახურავს.