Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი სამედიცინო შტაბში ცვლილებებს გეგმავს…

მიმდინარე სეზონში მილანისთვის გაუთავებელი ტრავმები უდიდეს პრობლემად იქცა და არ არის გამორიცხული, გუნდის სამედიცინო შტაბში უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს.

ლომბარდიული გრანდის ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში ტრავმა 19-ჯერ მიიღეს, საიდანაც 12 კუნთის დაზიანება გახლდათ.

MilanNews-ის ცნობით, გუნდის ხელმძღვანელობა ფეხბურთელების ხშირი ტრავმიანობის გამო უკმაყოფილოა და უახლოეს პერიოდში შესაძლოა სამედიცინო სტაფში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს.