Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი შტუტგარტის ფორვარდის გამოსასყიდი თანხის გადახდას განიხილავს…

მილანი ცენტრ-ფორვარდის ძიებას აგრძელებს და დიდი ალბათობით როსონერი შემტევის გაფორმებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ეცდება.

გასულ კვირებში მილანს არაერთი ფორვარდი დაუკავშირეს, MilanNews-ის ცნობით კი მათ სიას შტუტგარტის შემტევი სერჰოუ გუირასი დაემატა.

27 წლის გვინეელ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 10 მატჩში 16 გოლი და 2 საგოლე გადაცემა დაუგროვდა. მის კონტრაქტში არსებული პუნქტის მიხედვით, ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ფეხბურთელის გამოსყიდვა იანვარში 17 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეეძლება.