მილანი სკამაკას ტრანსფერზე მუშაობის განახლებას გეგმავს
იტალიური მედიის ცნობით, მილანმა შესაძლოა ჯანლუკა სკამაკას ტრანსფერზე მუშაობა განაახლოს.
როსონერის რიგებს უახლოეს პერიოდში ანტე რებიჩი დატოვებს, პარალელურად კი როსონერი დივოკ ორიგის გაყიდვაზე მუშაობს და ბელგიელის წასვლის შემთხვევაში, ლომბარდიული გრანდი ვესტ ჰემის ფორვარდის გაფორმებას ეცდება.
MilanNews-ის ცნობით, მილანს ფეხბურთელის 1-წლიანი იჯარით გაფორმება სურს, მისი შემდგომში 25-30 მილიონ ევროდ გამოსყიდვის პერსპექტივით.