Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ტეოს სანაცვლოდ მიღებულ წინადადებებს არც კი განიხილავს

ბოლო პერიოდში ევროპულ წყაროებში მილანის უკანახაზელის ტეო ერნანდესის სახელი არაერთ გრანდს დაუკავშირეს, თუმცა მილანი მის გაყიდვას არ აპირებს.

25 წლის ფრანგმა მილანის რიგებში კიდევ ერთი წარმატებული სეზონი ჩაატარა და გასაკვირი არ არის, რომ მის მიმართ ინტერესი ძალიან დიდია, თუმცა კარლო პელეგატის ცნობით, ლომბარდიული გრანდი ტეოს სანაცვლოდ მიღებული წინადადებების განხილვასაც კი არ აპირებს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი მილანში ბედნიერია და ზაფხულში მისი გუნდიდან წასვლა გამორიცხულია.