Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანი ძანიოლოს ტრანსფერზე მუშაობას აღარ აპირებს

იტალიური მედიის ცნობით, მილანი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნიკოლო ძანიოლოს გაფორმებას არ ეცდება.

MilanNews-ის ცნობით, გალათასარაი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის შემცირებას არ აპირებს და მის სანაცვლოდ კონტრაქტში მითითებულ 35 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდაც ლომბარდიული გრანდის გეგმებში არ შედის.

წყაროს ინფორმაციით, ძანიოლოს სეზონის ბოლოს თურქეთის დატოვება და სერია ა-ში დაბრუნება სურს, მაგრამ ამ მომენტისთვის მის ტრანსფერს არც ერთი გუნდი სერიოზულად არ განიხილავს.