Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის 3 ფეხბურთელი ტრავმის გამო ამ წელს ვეღარ ითამაშებს…

მილანში ტრავმების ეპიდემია გრძელდება და ლომბარდიულ გრანდს 2023 წელს ერთდროულად 3 ფეხბურთელი ვერ დაეხმარება.

Sky Sport-ის ცნობით, მარკო პელეგრინო, ისმაელ ბენასერი და პიერ კალულუ მიმდინარე წელს ვეღარ ითამაშებენ.

წყაროს ცნობით, კალულუსა და მილანის სამედიცინო შტაბს შორის მიმდინარეობს კონსულტაცია, დასჭირდება თუ არა მას ოპერაცია. საბოლოო პასუხი ხვალ იქნება ცნობილი, თუმცა მისი თამაში 2023 წელს გამორიცხულია.

სამუელ ჩუკვუეზეს რაც შეეხება, ის მომდევნო 2 მატჩს გამოტოვებს და გუნდს ლეჩესთან შეხვედრაში დაუბრუნდება.