Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის ახალი სტადიონის პროექტს უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავს

სან სიროს ტერიტორიაზე ახალი სტადიონის პროექტის დროში გაწელვის გამო, მილანის ხელმძღვანელობამ სტადიონის აშენება La Maura-ს იპოდრომის ტერიტორიაზე გადაწყვიტა, თუმცა როგორც ჩანს, მარტივი პროცედურა იტალიურ გრანდს არც ამ ლოკაციაზე ელოდება.

Il Giornale-ს ინფორმაციით, ადგილობრივი მცხოვრებლების უმეტესობა სამეზობლოში ასეთი მასშტაბური მშენებლობის წინააღმდეგია.

წყაროს ცნობით, არაერთმა ორგანიზაციამ 19 მარტს აქციაც დააანონსა, რომელიც მილანის ახალი სტადიონის La Maura-ს ტერიტორიაზე აშენების წინააღმდეგ იქნება მიმართული.