Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის გეგმები შეტევის გასაძლიერებლად…

მილანის პრიორიტეტი ზამთრისა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრების პერიოდში შეტევის ცენტრალური ზონის გაძლიერება იქნება და ლომბარდიულ გრანდს პრიორიტეტული კანდიდატები უკვე შერჩეული ჰყავს.

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, მილანი იანვარში მონპელიეს 23 წლის ნიგერიელი ფორვარდის აკორ ადამსის გაფორმებას ეცდება, რომელსაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 11 მატჩში 7 გოლი დაუგროვდა. მისი გაფორმება დაახლოებით 15 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

წყაროს ცნობით, მილანი სეზონის დასრულების შემდეგ ლილთან ჯონათან დევიდის ტრანსფერზე განაახლებს მოლაპარაკებებს, რომელიც გუნდის ხელმძღვანელობას შეტევის გაძლიერების იდეალურ კანდიდატად მიაჩნია. მისი კონტრაქტის სიტუაციიდან გამომდინარე, ფრანგებს კანადელის გაყიდვა 35-40 მილიონი ევროს სანაცვლოდ მოუწევთ.