მილანის გეგმები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში…
ცნობილი ჟურნალისტის სანტი აუნას ინფორმაციით, მილანს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის გეგმა უკვე შედგენილი აქვს.
წყაროს ცნობით, მილანის პრიორიტეტი ზაფხულში ფორვარდის გაფორმება იქნება და გუნდის სატრანსფერო ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ პრობლემის მოგვარებას მოხმარდება.
მილანი გაიფორმებს მარჯვენა ვინგერსაც, რადგან ჯუნიორ მესიასის და ალექსის სალემაკერსის არასტაბილური თამაში როსონერის ხელმძღვანელობას არ აკმაყოფილებს.
წყაროს ცნობით, ზაფხულში გუნდს დატოვებს ბელგიელი ფორვარდი დივოკ ორიგი, რომელმაც გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და სავარაუდოდ ის პრემეირ ლიგაში დაბრუნდება, ზლატან იბრაჰიმოვიჩი კი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს…