Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის გეგმები ზაფხულში შეტევის გასაძლიერებლად…

მილანის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი სეზონის ბოლოს გუნდის შეტევის ხაზის გადახალისება იქნება და ლომბარდიული გრანდის ხელმძრვანელობას გეგმა უკვე შედგენილი აქვს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, როსონერი პირველ რიგში ოლივიე ჟირუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს, თუმცა ის ძირითადი შემადგენლობის წევრი აღარ იქნება და სათადარიგო ფორვარდის ამპლუას შეითავსებს. ვეტერანი ფრანგის გასამრჯელო დაახლოებით 2 მილიონ ევრომდე შემცირდება.

წყაროს ცნობით, მილანი ზაფხულის სატრანსფერო ბიუჯეტის მსუყე ნაწილს ფორვარდის გაფორმებას მოახმარს. მათი პრიორიტეტული სამიზნე უკვე ხშირად ნახსენები ჯონათან დევიდია, რომლის გაფორმება, ფეხბურთელის კონტრაქტის სიტუაციიდან გამომდინარე, დაახლოებით 40-45 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

ამის გარდა, მილანი მონცადან ლორენცო კოლომბოს დაბრუნებას და მისი მინიმუმ ერთი სეზონით შენარჩუნებას გეგმავს, პარალელურად კი გუნდი პრიმავერადან ფრანჩესკო კამარდას დააწინაურებს…