მილანის მხარდაჭერა პიოლის, თუმცა მის სტაფში ცვლილებები იგეგმება
იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანი სტეფანო პიოლის მიმართ ნდობას ინარჩუნებს, მაგრამ მის სტაფში უახლოეს პერიოდში ცვლილებები იგეგმება.
გასული წლის მსგავსად, მიმდინარე სეზონში ხშირი ტრავმები მილანისთვის გადაუჭრელი პრობლემა გახლავთ, რაც გუნდს ძალიან ძვირი უჯდება, ამიტომ ლომბარდიული გრანდის ხელმძღვანელობა სამედიცინო შტაბში ცვლილებებს გეგმავს.
SportItalia-ს ინფორმაციით, მიმდინარე სეზონში მილანის ფეხბურთელებს კუნთის იმაზე მეტი ტრავმა ჰქონდათ, ვიდრე იუვენტუსსა და ინტერს ერთად აღებულს, ამიტომ ცვლილებები არა მხოლოდ სამედიცინო შტაბში, არამედ სავარჯიშო პროგრამაშიც იგეგმება.