Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის, ნაპოლისა და ინტერის მატჩები შესაძლოა გადაიდოს

იტალიური მედიის ცნობით, მილანმა, ნაპოლიმ და ინტერმა Lega Serie A-ს 8 აპრილში გასამართი მატჩების თარიღის შეცვლა სთხოვა.

მოგეხსენებათ, სამივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე ასპარეზობს      და გუნდებს სურთ, რომ მატჩებისთვის მოსამზადებლად მეტი დრო ჰქონდეთ.

SportItalia-ს ცნობით, გუნდები იმედოვნებენ, რომ 8 აპრილს გასამართი მატჩები 7 ან 6 აპრილს გადმოიწევს, თუმცა ჯერჯერობით სერია ა-ს წარმომადგენლების პოზიცია უცნობია.