Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის შემდეგ, 23-წლამდელთა გუნდის შექმნაზე მუშაობა ინტერმაც დაიწყო

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ინტერმა 23-წლამდელთა გუნდის შექმნაზე მუშაობა დაიწყო, თუმცა პროექტი მომდევნო სეზონისთვის ვეღარ მოესწრება და მისი განხორციელება ბეპე მაროტას 2025-26 წლების სეზონში სურს.

23-წლამდელთა გუნდი სერია ა-ში პირველად იუვენტუსმა, შემდეგ კი ატალანტამ შექმნა, ახლა კი აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მილანი მუშაობს, რომელიც საბოლოო დეტალებს ათანხმებს და მათი 23-წლამდელთა გუნდი მომდევნო სეზონში სერია C-ში იასპარეზებს.

წყაროს ცნობით, ინტერში ამ საკითხით ინტერის გენერალური დირექტორი ბეპე მაროტაა დაკავებული.