Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის ულტრასებთან შეტაკების შემდეგ, პსჟ-ს ქომაგი კრიტიკულ მდგომარეობაშია…

იტალიური მედიის ინფორმაციით, გუშინ ღამე პსჟ-სა და მილანის ქომაგებს შორის დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ფრანგული გუნდის ერთი ქომაგი დაიჭრა და ის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

Corriere della Sera-ს ინფორმაციით, მილანის 50 ულტრასი, რომლებიც სხვადასხვა ცივი იარაღით იყვნენ შეიარაღებულები, ერთ-ერთ ღამის კლუბს დაესხნენ თავს, რომელშიც პსჟ-ს ულტრასები და რიგითი ქომაგები გახლდნენ.

ამის გარდა, დაპირისპირება მოხდა პსჟ-ს ულტრასებსა და მილანის პოლიციას შორის, რომლის დროსაც 1 პოლიციელი დაიჭრა, პარიზელთა ერთი ულტრასი კი დააკავეს.