Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანის წინადადება რეალს დიასის თაობაზე…

იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა რეალს ბრაჰიმ დიასის თაობაზე წინადადება მოუმზადა და მხარეებს შორის შეხვედრა უახლოეს პერიოდში გაიმართება.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მილანს დიასის გამოსყიდვა სურს, თუმცა მის სანაცვლოდ კონტრაქტში მითითებული 22 მილიონის გადახდას არ აპირებს და ბლანკოსს მის სანაცვლოდ 15 მილიონ ევროს შესთავაზებს.

წყაროს ინფორმაციით, ყველაფერს თავად ფეხბურთელის სურვილი გადაწყვეტს, რომელიც მილანში ბედნიერია, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, რომ 23 წლის ფეხბურთელმა რეალში დაბრუნება მოისურვოს…