Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ახალი სტადიონის პროექტზე კიდევ ერთი შეხვედრა გამართა

მილანური დერბის შემდეგ, როსონერის მფლობელი ჯერი კარდინალე ლომბარდიის დედაქალაქში დარჩა და ახალი სტადიონის პროექტის თაობაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა.

ანტონიო ვიტიელოს ინფორმაციით, კარდინალე სან-დონატო მილანეზეს წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებმა ახალი სტადიონის პროექტი, მისი მაშტაბი და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები განიხილეს.

წყაროს ცნობით, მილანი პროექტს, რომლის შექმნა კომპანია Manica-ს უკვე დაუკვეთა, უახლოეს პერიოდში წარადგენს და მოსალოდნელია, რომ თუ რაიმე სირთულე არ წარმოიქმნა, 2024 წლის მეორე ნახევარში მშენებლბოა დაიწყება.