Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ბარსა და ბაიერნი დაამარცხა და ახალგაზრდა ტალანტს იფორმებს…

იტალიური მედიის ცნობით, მილანი სერბი ტალანტის მატია პოპოვიჩის გაფორმებასთან ახლოს არის, რომლის მიმართ სერიოზულ ინტერესს ბარსელონა და ბაიერნი იჩენდნენ.

17 წლის ფორვარდმა პარტიზანის გასულ სეზონში ასაკობრივ გუნდში ჩატარებულ 24 მატჩში 20 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა, რითიც არაერთი გრანდის ინტერესი დაისმახურა.

დანიელე ლონგოს ინფორმაციით, მილანი ფეხბურთელის მამასთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს და მისი გაფორმება სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით სურს.