Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა და ფენერბაჰჩემ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ…

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, მილანი ფენერბაჰჩეს ფლანგის მცველის ფერდი კადიოღლუს მიმართ ინტერესს არ კარგავს და მის გაფორმებას კიდევ ერთხელ იანვარში ეცდება.

ლომბარდიული გრანდი თურქი ფეხბურთელის ტრანსფერზე გასულ ზაფხულს მუშაობდა, მაგრამ მაშინ მხარეებს შორის საერთო ენის გამონახვა ვერ მოხერხდა.

წყაროს ცნობით, არ არის გამორიცხული, მილანმა თურქებს კადიოღლუს სანაცვლოდ, რომელსაც დაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში, რადე კრუნიჩი შესთავაზოს, რომელიც დიდი ხანია ფენერის სატრანსფერო სიაში გახლავთ.