Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა გუშინდელ მატჩში საერთო ჯამში 10 მილიონ ევროზე მეტი გამოიმუშავა…

მილანმა გუშინ პსჟ-ს დამარცხება შეძლო, რაც როგორც სპორტული, ასევე ფინანსური კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.

შეხვედრას სან სიროზე 75,649 ქომაგი დაესწრო, მხოლოდ ბილეთების გაყიდვით კი მილანმა 7,720,000 ევრო მიიღო.

ამ თანხას ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების სანაცვლოდ UEFA-სგან 2.8 მილიონიც დაემატა და ლომბარდიულმა გრანდმა ერთ დღეში დაახლოებით 10.5 მილიონი ევრო გამოიმუშავა.