მილანმა კრუნიჩის გაყიდვაზე უარი საბოლოოდ თქვა
იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანის ნახევარმცველი რადე კრუნიჩი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში როსონერის რიგებს არ დატოვებს.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მილანი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე გუნდის მნიშვნელოვანი წევრის გაყიდვას არ აპირებს, ამიტომ მიღებულ წინადადებებს აღარ განიხილავს.
კრუნიჩის ტრანსფერით ბოლო დღეებში ფენერბაჰჩე ინტერესდებოდა, თუმცა თურქებმა მილანის მიერ მოთხოვნილი 12-13 მილიონის გადახდაზე უარი თქვეს…