Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა ლოპეტეგიზე უარი თქვა და 4 ალტერნატივა შეარჩია

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ქომაგების პროტესტის ფონზე, მილანის ხელმძღვანელობამ ხულიენ ლიპეტეგის გაფორმებაზე მუშაობა შეწყვიტა.

ბოლო დღეებში ესპანელი სპეციალისტი სტეფანო პიოლის შეცვლის მთავარ კანდიდატად მოიაზრებოდა, რამაც როსონერის ტიფოზების დიდი პროტესტი გამოიწვია და წყაროს ცნობით, ამის გამო მილანმა ლოპეტეგიზე უარი თქვა.

წყაროს ცნობით, როსონერი ამ მომენტისთვის პაულო ფონსეკას, კრისტოფერ გალტიეს, მარჩელო გალარდოსა და დომენიკო ტედესკოს კანდიდატურებს განიხილავს.

გამოცემის ინფორმაციით, როსონერის სიაში რჩებიან რობერტო დე ძერბი, მარკ ვან ბომელი და ტიაგო მოტა, თუმცა მათი გაფორმება სხვადასხვა მიზეზების გამო ამ მომენტისთვის რთულად წარმოსადგენია.