მილანმა ლუკაკუზე უარი თქვა
იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანმა რომელუ ლუკაკუს ტრანსფერზე მუშაობაზე უარი თქვა.
Corriere della Sera-ს ინფორმაციით, ლომბარდიული გრანდის ხელმძღვანელობას ბელგიელი ფორვარდის ტრანსფერით გუნდის გასახდელში სიტუაციის გაუარესება არ სურს, ამიტომ ლუკაკუს ხილვა მილანის მაისურით გამოირიცხა.
წყაროს ცნობით, მეორე მიზეზი რომელუს არც თუ ისე სახარბიელო ფიზიკური კონდიციებია, რომელსაც კვლავ წონის პრობლემა აქვს და ბოლო რამდენიმე კვირაა ჩელსის 21-წლამდელთა გუნდთან ერთად ვარჯიშობს…