Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა მირანდასთან 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მილანმა ხუან მირანდასთან 5-წლიანი კონტრაქტის საბოლოო შეთანხმებას მიაღწია.

23 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი ბეტისთან სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა ლომბარდიული გრანდი მის გაფორმებას იანვარში ეცდება და სანაცვლოდ ესპანელებს 3 მილიონ ევროს შესთავაზებს.

წყაროს ცნობით, მირანდა მილანთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და გასამრჯელოს სახით 1.8 მილიონ ევროს მიიღებს.