მილანმა ორიგის მსურველების ძიება დაიწყო
იტალიური მედიის ინფორმაციით, დივოკ ორიგი მიმდინარე სეზონის ბოლოს როსონერის რიგებს დატოვებს.
ბელგიელმა, რომელიც გუნდს სეზონის სტარტზე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, გაცემული ავანსების გამართლება ვერ შეძლო და მილანი მისი გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, რაც კაპიტალის კარგ ზრდას მოუტანს.
MilanNews-ის ცნობით, ორიგის მიმართ ინტერესს ვესტ ჰემი, ლიდსი, ასტონ ვილა, კრისტალ პალასი და რამდენიმე თურქული გუნდი იჩენს. ლომბარდიულ გრანდს ფეხბურთელის 12-13 მილიონ ევროდ გაყიდვის იმედი აქვს…