Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანმა პიოლის პოტენციური შემცვლელი შეარჩია…

მილანის არასტაბილური თამაშის ფონზე, იტალიურ მედიაში სტეფანო პიოლის გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე საკმაოდ აქტიურად იწერება და რამდენიმე გამოცემა მის პოტენციურ შემცვლელებზეც ალაპარაკდა.

იტალიელი ჟურნალისტის პასკუალე გუაროს ინფორმაციით, ლომბარდიული გრანდის ხელმძღვანელობა პიოლის იდეალურ შემცვლელად ჩელსის ყოფილ მწვრთნელს გრემ პოტერს მოიაზრებს, რომელიც ლონდონური გუნდის დატოვების შემდეგ უსაქმოდ არის დარჩენილი.

წყაროს ცნობით, ამ მომენტისთვის სტეფანო პიოლის გუნდიდან გაშვება არ განიხილება, თუმცა მომდევნო თვეებში სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს და მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი სწორედ ინგლისელი სპეციალისტი იქნება.