მილანმა პიოლის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო….
იტალიელი ჟურნალისტის დანიელე ლონგოს ინფორმაციით, მილანის ხელმძღვანელობამ გუნდის მთავარი მწვრთნელის სტეფანო პიოლის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
წყაროს ცნობით, იტალიელი სპეციალისტი სეზონის ბოლომდე როსონერის სათავეში დარჩება და მისი გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე მილანის ხელმძღვანელობა სეზონის ბოლოს იმსჯელებს.
ლონგოს თქმით, გუნდის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ შუა სეზონში მწვრთნელის შეცვლა გუნდისთვის უფრო დამაზიანებელი იქნება, ამ ყველაფერს კი პოტენციური კანდიდატების ნაკლებობაც ემატება…