მილანმა სერბ ტალანტთან კონტრაქტის პირობები შეათანხმა
იტალიური წყაროების ცნობით, მილანმა პარტიზანის სერბი ტალანტის მატია პოპოვიჩის ტრანსფერი საბოლოოდ შეათანხმა.
17 წლის ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი პარტიზანთან 31 დეკემბერს იწურება, ამიტომ ლომბარდიულ გრანდს 1 იანვარს მისი უფასოდ გაფორმება შეეძლება.
პოპოვიჩის მიმართ, რომელსაც პარტიზანის ასაკობრივ გუნდში ჩატარებულ 25 მატჩში 21 გოლი და 5 საგოლე გადაცემა დაუგროვდა, ინტერესს არაერთი ევროპული გრანდი იჩენდა, თუმცა არაერთი წყაროს ინფორმაციით, მილანმა ფეხბურთელის წარმომადგენლებთან პირადი კონტრაქტის ყველა დეტალი უკვე შეათანხმა.