მილანმა ვრანკსის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო…
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მილანი ასტერ ვრანკსის აგენტს შეხვდა და აცნობა, რომ როსონერი მის გამოსყიდვას არ აპირებს.
20 წლის ბელგიელი ფეხბურთელი მილანში 1-წლიანი იჯარით ასპარეზობს, მისი შემდგომში 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით, რომლის გადახდას როსონერი არ აპირებს.
წყაროს ცნობით, იტალიურ გრანდს ფეხბურთელის იჯარის კიდევ 1 წლით გახანგრძლივება სურს, შემდგომში მისი 9-10 მილიონი ევროს სანაცვლოდ გამოსყიდვის პერსპექტივით.