Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

MilanNews:მილანი მინიმუმ 6 ფეხბურთელს შეიძენს

სტეფანო პიოლის გუნდში დარჩენა იმას არ ნიშნავს,რომ როსონერი სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობას აღარ აპირებს.

MilanNews-ის ინფორმაციით,გუნდი მინიმუმ 6 ფეხბურთელს შეიძენს და გამოცემა კონკრეტულ პოზიციებსაც ასახელებს,თუ რომლის გაძლიერება იქნება პიოლისთვის პრიორიტეტული.

დაცვის ხაზში გუნდი ძირითადი შემადგენლობისთვის მარჯვენა მცველის ყიდვას გეგმავს, ასევე მარცხენა ფლანგისთვის ტეო ერნანდესის შემცვლელი სურთ და ცენტრალურ ზონაში კი რომანიოლის მეწყვილეს ეძებენ.

ნახევარდაცვაში მილანი ისეთ ფეხბურთელს ეძებს,რომელიც დროთა განმავლობაში კესი/ბენასერს დასვენების საშუალებას მისცემს.

მალდინი პიოლის მარჯვენა ვინგერსაც შეჰპრიდა,რადგან კასტილეხო და საელემაეკერსი სტაბილურ თამაშს ვერ აჩვენებენ.

ბოლოს კი ცენტრალური თავდამსხმელის ჯერია.მიუხედავად იმისა,დარჩება თუ არა გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი,გუნდი ახალგაზრდა ცენტრ-ფორვარდის ძიებაშია.პატრიკ შიკი, რომელიც რალფ რანგნიკის ერთ-ერთი ფავორიტი ვარიანტი იყო,მილანისთვის პრიორიტეტული აღარ არის და გუნდი სხვა ვარიანტებს განიხილავს.

Leave a Reply

Your email address will not be published.