Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

MilanNews-ი ჩალჰანოღლუს თამაშს რომას წინააღმდეგ არ გამორიცხავს

ორშაბათს მილანი სან სიროზე რომას მიიღებს და შეეცდება, რომ წაუგებელი სერია 22 მატჩამდე გაზარდოს, თუმცა პიოლის დიდი ალბათობით ანტე რებიჩის და ჰაკან ჩალჰანოღლუს გარეშე მოუწევს თამაში.

MilanNews-ის ინფორმაციით, მცირე შანსი იმისა, რომ ჰაკანი ჯალოროსისთან წინააღმდეგ თამაშში მონაწილეობის მიღებას შეძლებს კვლავ არსებობს. წყაროს მტკიცებით, თურქი ფეხბურთელის სარეაბილიტაციო პროცესი კარგი ტემპით მიმდინარეობს და მას ხვალ ჩაუტარდება საბოლოო გამოკვლევა, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, მოახერხებს თუ არა მილანის ათიანი რომას წინააღმდეგ თამაშს.