Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

MilanNews: კასტროვილი მილანის რადარზე

MilanNews-ის ინფორმაციით, მილანი ფიორენტინას გამთამაშებელს, გაეტანო კასტროვილის უკვე რამდენიმე თვეა აკვირდება და ზამთარში მის ტრანსფერზე აქტიურობას გეგმავს.

23 წლის ფეხბურთელი პიოლის 4 – 2 – 3 – 1 სისტემას იდეალურად ერგება და მას შეუძლია როგორც შემტევ ნახევარმცველად, ასევე ვინგერათ თამაში.

კასტროვილიმ არაერთხელ დააფიქსირა, რომ ის ბავშვობიდან მილანის გულშემატკივარია და როსონერის ხელმძღვანელობა იგივე ფორმულის გამოყენებას აპირებს, რაც ტონალის შემთხვევაში მოხდა – იჯარა, შემდგომში გამოსყიდვის გარანტიით. ფეხბურთელის ღირებულება დაახლოებით 30-35 მილიონი ევროა, თუმცა საქმეს ის ართულებს, რომ მას კონტრაქტი ფიორენტინასთან 2024 წლის ივნისამდე აკავშირებს, კომისოს კი მისი გაყიდვა არ სურს…