Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

MilanNews: ჩალჰანოღლუს აგენტთან შეხვედრა დასრულებულია

რამდენიმე წუთის წინ მილანის ხელმძღვანელობასა და ჰაკან ჩალჰანოღლუს აგენტს შორის შეხვედრა დასრულდა და გამოცემა MilanNews-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები საკმაოდ პოზიტიურ ნოტაზე წარიმართა.

წყაროს მტკიცებით, მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით გარკვეული სხვაობა არსებობს, რასაც მილანი კონტრაქტში ბონუსების სისტემის დანერგვით გეგმავს.

მხარეებს შორის კიდევ ერთი შეხვედრა რამდენიმე კვირაში ჩაინიშნა და დიდ იალბათობით ჰაკან ჩალჰანოღლუს საგა სწორედ იქ დასრულდება.