Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ისმაელ ბენასერი უბრუნდება…

მილანის ნახევარმცველი ისმაელ ბენასერი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნებასთან ახლოს არის.

ალჟირელმა ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა მაისში მიიღო, რის გამოც მას ოპერაციის გაკეთება მოუწია და მას შემდეგ სარეაბილიტაციო პროცესს გადის, რომელიც საბედნიეროდ დასასრულს უახლოვდება.

როგორც თავად ბენასერმა დაადასტურა, ის მოედანს მომდევნო თვის შუა რიცხვებში დაუბრუნდება, ოფიციალურ მატჩში კი მას დიდი ალბათობით მომდევნო წლის დასაწყისში ვიხილავთ.