Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

მილანს სატრანსფერო ბიუჯეტი გაეზარდა

პენალტების სერიაში რიუ ავესთან გამარჯვების შემდეგ მილანი ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდი დამატებით 15-20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ამას ლუკას პაკეტას სანაცვლოდ მიღებული 20 მილიონიც ემატება და როსონერის კიდევ ერთი ფეხბურთელის დამატების ფინანსები აქვს.

როსონერისთვის პრიორიტეტული ზონა, რომლის გაძლიერებაც გუნდს სურს, დაცვის ცენტრალური ზონაა და მათი მთავარი სამიზნე ბოლონიას იაპონელი უკანახაზელი, ტაკეჰირო ტომიასუა.

როსონერიმ რამდენიმე დღის წინ ბოლონიას 15 მილიონი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ემილია-რომანიას რეგიონის ბინადრებს ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო სურთ და დამატებითი ფინანსების მიღების შემდეგ მოსალოდნელია, რომ დიავოლო მათ ახალი წინადადებით უახლოეს დღეებში მიმართავს.

მის გარდა, მილანის რადარზე ფიორენტინას ხერმან პეცელა, მადრიდის რეალის ნაჩო ფერნანდესი და შალკეს ნასტასიჩია, თუმცა იაპონელი ვარიანტი იაპონელი ფეხბურთელია.