მილანს დევიდის ტრანსფერში კონკურენციას იუვენტუსი გაუწევს
იტალიური მედიის ინფორმაციით, მილანს ლილის ფორვარდის ჯონათან დევიდის ტრანსფერში კონკურენციას იუვენტუსი გაუწევს.
კანადელი ფეხბურთელი უკვე დიდი ხანია ლომბარდიული გრანდის სატრანსფერო სიაშია და როსონერი მის გაფორმებას სეზონის ბოლოს გეგმავს, როდესაც დევიდის კონტრაქტის ამოწურვამდე ლილთან 12 თვე დარჩება, თუმცა ამჯერად მათ იუვენტუსის კონკურენციის დაძლევა მოუწევთ.
SportItalia-ს ცნობით, ტურინული გრანდი დევიდს დუშან ვლაჰოვიჩის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრებს, რომლის გუნდიდან შესაძლო წასვლის თაობაზე საუბრები არ წყდება.