მილანს ფიორენტინას ფორვარდი შესთავაზეს…
მილანი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ცენტრალური თავდამსხმელის გაფორმებას გეგმავს, თუმცა დივოკ ორიგის სიტუაციიდან გამომდინარე, რომელიც ამ მომენტისთვის გუნდის დატოვებაზე უარს ამბობს, ლომბარდიულ გრანდს შედარებით ბიუჯეტური კანდიდატით დაკმაყოფილება მოუწევს.
MilanNews-ის ინფორმაციით, მილანს ფიორენტინას ფორვარდი ლუკა იოვიჩი შესთავაზეს, რომელიც იების გეგმებში აღარ შედის და მისი იჯარით გაშვების წინააღმდეგები არ არიან.
წყაროს ცნობით, ჯერჯერობით მხარეებს შორის მოლაპარაკებები დაწყებული არ არის, რადგან მილანი კვლავ არმანდო ბროიას იჯარაზე მუშაობს, მაგრამ არ არის გამორიცხული, იოვიჩის კანდიდატურა მილანისთვის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს რეალური ვარიანტი გახდეს.