Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს ლოფტუს-ჩიკი უბრუნდება

მილანის ნახევარმცველმა რუბენ ლოფტუს-ჩიკმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და სტეფანო პიოლის განკარგულებაში ბრუნდება.

ინგლისელი ფეხბურთელი მილანს შესანიშნავად მოერგო და გუნდის ძირითადის წევრიც გახდა, თუმცა ლაციოსთან მატჩში ტრავმა მიიღო და ზედიზედ 5 მატჩის გამოტოვება მოუწია.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 27 წლის ფეხბურთელმა ტრავმა საბოლოოდ მოიშუშა და ის მომდევნო მატჩისთვის მზად არის.