Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანს მუსას ტრანსფერამდე რამდენიმე მილიონი აშორებს

მილანი შემადგენლობის გაძლიერებაზე მუშაობას აგრძელებს და სამუელ ჩუკვუეზეს ტრანსფერის დახურვის შემდეგ, როსოენრის პრიორიტეტი იუნუს მუსას გაფორმებაა.

ნიკოლო სკირას ინფორმაციით, მილანის ბოლო წინადადება ვალენსიასთვის ბონუსების ჩათვლით 20 მილიონი ევროა, ესპანელები კი გარანტირებულ 23 მილიონ ევროს ითხოვენ.

წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ ინტერესს არაერთი გუნდი იჩენს, მაგრამ თავად მუსას მილანში თამაში სურს, რომელთანაც იტალიურ გრანდს 4-წლიანი კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც ის გასამრჯელოს სახით 2 მილიონს მიიღებს, შეთანხმებული აქვს.