მილანს შეტევის გასაძლიერებლად პრიორიტეტული სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს…
ემპოლისთან მატჩსი კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მილანს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეტევის ხაზში მნიშვნელოვანი გაძლიერება დასჭირდება და იტალიური წყაროების ცნობით, ლომბარდიულ გრანდს პრიორიტეტული სამიზნე უკვე შერჩეული ჰყავს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, მილანი ზაფხულში ლილის ფორვარდის ჯონათან დევიდის გაფორმებას ეცდება.
კანადელი ფეხბურთელის მიმდინარე კონტრაქტი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 31 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, ფრანგებთან 2025 წლის ზაფხულში იწურება და მისი გაფორმება მილანს დაახლოებით 55-60 მილიონი ევრო დაუჯდება…