Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილანური გრანდები ემპოლის ტალანტისთვის იბრძოლებენ

მილანი და ინტერი ემპოლის ახალგაზრდა ტალანტის ტომაზო ბალდანძის ტრანსფერით ინტერესდებიან და მის გაფორმებას ზაფხულში ეცდებიან.

20 წლის ფეხბურთელმა ემპოლიში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და გასაკვირი არ არის, რომ მის მიამრთ ინტერესი როგორც იტალიაში, ასევე ევროპის სხვა ტოპ ჩემპიონატებში საკმაოდ დიდია.

Tuttosport-ის ინფორმაციით, ემპოლი იტალიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრის სანაცვლოდ დაახლოებით 15 მილიონ ევროს ითხოვს.