Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მილინკოვიჩ-სავიჩი:“ სამწუხაროა, როდესაც ლაციოს ქომაგებისგან დაუმსახურებელ კრიტიკას ვისმენ…“

ლაციოს ნახევარმცველმა სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა საკუთარ მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ხშირად ქომაგები მას ზედმეტად აკრიტიკებენ.

„ბოლო თვეებში ჩემს მიმართ ბევრი ნეგატიური კომენტარი მოვისმინე და ვფიქრობ, რომ მე ამ  ყველაფერს არ ვიმსახურებ, განსაკუთრებით ლაციოს ქომაგებისგან, რომელთათვის მე წლების განმავლობაში ძალიან ბევრი გავაკეთე.

„ჩემი კონტრაქტი ? ახლა ჩემი პრიორიტეტი სეზონის საუკეთესოდ დასრულება და ლაციოს დახმარებაა, შემდეგ კი ამ საკითხზე აუცილებლად ვისაუბრებთ.“