მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერზე ამ მომენტისთვის მხოლოდ იუვე მუშაობს…
ლაციო სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩის მსურველის ძებნას განაგრძობს, თუმცა იტალიური წყაროების ცნობით, ჯერჯერობით სერბის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს იუვენტუსი იჩენს.
სერგეის მიმდინარე კონტრაქტი ლაციოსთან 2024 წლის ზაფხულში იწურება და მას ხელშეკრულების გახანგრძლივება არ სურს, ამიტომ ბიანკოჩელესტის ფეხბურთელის ზაფხულში გაყიდვა მოუწევს.
Il Messaggero-ს ცნობით, მილინკოვიჩ-სავიჩის ტრანსფერზე იუვენტუსი აქტიურობს, რომელიც 25 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს, კლაუდიო ლოტიტოს კი 40 მილიონის მიღება სურს და არ არის გამორიცხული, მხარეებმა შეთანხმებას ტრანსფერში ლუკა პელეგრინის ან ნიკოლო როველას ჩართვით შეძლონ.