Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მინა ფიორენტინას რამდენიმე კვირა გამოაკლდა

ფიორენტინას ახალწვეული იერი მინა ფლორენციელებს ტრავმსი გამო რამდენიმე კვირა ვერ დაეხმარება.

ბარსელონას ყოფილმა მცველმა ტრავმა კოლუმბიის ნაკრებში თამაშის დროს მიიღო და როგორც შემდგომში დადასტურდა, მას მარცხენა ბარძაყის კუნთის დაზიანება აქვს.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, 28 წლის ფეხბურთელი ვინჩენცო იტალიანოს განკარგულებაში 3-4 კვირაში დაბრუნდება.