მირანჩუკის აგენტმა ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა
ტორინოს ფეხბურთელის ალექსეი მირანჩუკის აგენტმა ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
მირანჩუკი გრანატას რიგებში იჯარის წესით იმყოფება და ტოროს მისი ატალანტადან გამოსყიდვა 12 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია.
„ტორინოსა და ატალანტას ჯერჯერობით მირანჩუკის ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები არ დაუწყიათ, მე ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით.
„შესაძლო დაბრუნდება რუსეთის ჩემპიონატში ? რატომ უნდა დაბრუნდეს ის რუსულ პრემიერ ლიგაში ? მას ატალანტასთან კონტრაქტი აკავშირებს და სერია ა-ში თავს კარგად გრძნობს.“