Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

MN: დიასს მილანში დარჩენა სურს

MilanNews-ის ჟურნალისტის, პიეტრო მაცარას მტკიცებით, ბრაჰიმ დიასს მილანში დარჩენა სურს და მისი გამოსყიდვის წინააღმდეგი არც მილანი არ არის.

21 წლის ფეხბურთელმა, რომელიც მილანს სეზონის სტარტზე მშრალი იჯარის წესით შეუერთდა, 10 მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა და 1 საგოლე გადაცემაც გაიფორმა.

წყაროს ინფორმაციით, ჰაკან ჩალჰანოღლუს კონტრაქტზე შექმნილი რთული სიტუაციის გამო, არ არის გამორიცხული, რომ თურქმა ფეხბურთელმა სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლოს, მისი ადგილი კი ძირითად შემადგენლობაში ესპანელმა ფეხბურთელმა დაიკავოს.

მილანის და ფეხბურთელის სურვილი ერთია, თუმცა ზიდანი დიასის მახასიათებლების დიდი თაყვანისმცემელია და როსონერის ბლანკოსის ხელმძრვანელობის დათანხმება ძალიან გაუჭირდება…