Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

MN: დონარუმას კონტრაქტის გახანგრძლივება დროის საკითხია

MilanNews-ის ჟურნალისტის, ანტო ვიტელოს თქმით, გუშინ მინო რაიოლასა და როსონერის ხელმძღვანელობას შორის ჯიჯო დონარუმას კონტრაქტთან დაკავშირებით შეხვედრა შედგა და მხარეებმა თანამშრომლობის გახანგრძლივების სურვილი დააფიქსირეს.

წყაროს ინფორმაციით, მილანი მზად არის ფეხბურთელს მოთხოვნილი ხელფასი გადაუხადოს. დონარუმა როსონერისთან კონტრაქტს 2024 წლის ივნისამდე გააფორმებს და დიდი ალბათობით მისი ახალი ხელშეკრულება დეკემბრის მეორე ნახევარში, შობისთვის გაოფიციალურდება.