Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

მოჯი:“ კონტე იუვენტუსში დაბრუნებაზე ოცნებობს, მაგრამ ნაპოლის წინადადებასაც განიხილავს…“

იუვენტუსის ყოფილი დირექტორის ლუჩიანო მოჯის ინფორმაციით, ანტონიო კონტეს იუვენტუსში დაბრუნება სურს.

„კონტესა და აურელიო დე ლაურენტისს შორის რამდენიმე კვირის წინ შეხვედრა გაიმართა, თუმცა ანტონიომ ნაპოლი უარით გაისტუმრა, რადგან სეზონის ბოლომდე ფეხბურთში დაბრუნებას არ აპირებს.

„ვიცი, რომ მისი პრიორიტეტი და ოცნება იუვენტუსში დაბრუნებაა, თუმცა თუ ტურინელები ამას არ მოისურვებენ, კონტე სხვა წინადადებებს, მათ შორის ნაპოლის ვარიანტსაც განიხილავს.“