მოჯი:“ მილანისთვის იბრას გუნდში დაბრუნება სწორი გადაწყვეტილებაა“
იუვენტუსის ყოფილი დირექტორი ლუჩიანო მოჯი ზლატან იბრაჰიმოვიჩის მილანში შესაძლო დაბრუნების თაობაზე არსებულ ხმებს გამოეხმაურა.
„ზლატანს კარგად ვიცნობ, ჩვენი პირველი შეხვედრის დროს ის პატარა ბიჭი იყო, თუმცა მაშინვე ეტყობოდა, რომ იბრა არა მხოლოდ გამორჩეული ფეხბურთელი, არამედ განსაკუთრებული ადამიანი იქნებოდა.
„ის არის ქარიზმატული და აქვს ყველაფერი, რომ კარგი მენეჯერი იყოს. ვფიქრობ, რომ მილანი სწორად მოიქცევა, თუ მას გუნდში დააბრუნებს. ზლატანის გამოცდილება და მისი შესანიშნავი კარიერა გუნდს აუცილებლად გამოადგება.“